„ანორთოსისმა“ სუპერთასი პენალტების სერიაში დათმო #1TVSPORT
„ანორთოსისმა“ სუპერთასი პენალტების სერიაში დათმო #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი კვიპროსის სუპერთასზე ჩაატარა, ქვეყნის თასის მფლობელის რანგში მოქმედ ჩემპიონს, „ომონიას“ დაუპირისპირდა და სეზონის პირველი ტიტული დაუთმო.

2021-2022 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ქეცბაიას გუნდი რთულ მდგომნარეობაში შეხვდა – ექვსი მოთამაშე კორონავირუსის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა, ხოლო ახალწვეული, ფინეთის ნაკრების კაპიტანი პაულიუს არაიური ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ისვენებს.

სეზონის პირველი გოლი მარკო ჩეპოვიჩმა გაიტანა – „ომონიას“ სერბმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა და გიორგი ლორიას კარი აიღო, რომელიც „ანორთოსისში“ დარჩენილი ერთადერთი ქართველი მოთამაშეა.

ანორთოსისმა“ მეტოქეს შესვენებამდე უპასუხა – „ომონიას“ კარი პირველი ნახევრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, 43-ე წუთზე აიღო, როდესაც ახალგაზრდა ანდრეას ქრისტოსტომომ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

ძირითადი დრო ასეც დასრულდა და დებულების მიხედვით, პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, სადაც გიორგი ლორიამ პირველივე დარტყმული მოიგერია, მეოთხე პენალტი კი ძელს მოხვდა, მაგრამ ტიტული მაინც „ომონიამ“ მოიგო.

მატჩის გმირი ნიქოზიელების ბრაზილიელი მეკარე ფაბიანო გახდა, რომელმაც სამი დარტყმა მოიგერია – „ომონიამ” პენალტების სერიაში 3:2 გაიმარჯვა და კვიპროსის სუპერთასს დაეუფლა.