„ანორთოსისმა“ სეზონი ჩააგდო - ქეცბაიას ახალი ასისტენტი ეყოლება #1TVSPORT
„ანორთოსისმა“ სეზონი ჩააგდო - ქეცბაიას ახალი ასისტენტი ეყოლება #1TVSPORT

სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, „ანორთოსისს“ მიმდინარე სეზონში ტიტულის მოპოვება გაუჭირდება. მიზნები, რომელიც წლის დასაწყისში დასახეს – მოეგოთ ჩემპიონობა ან თასი, მიუღწეველი დარჩა“, – თემურ ქეცბაიას გუნდის გამოსვლა ასე „სპორტტაიმმა“ შეაფასა.

კვიპროსული გამოცემის შეფასებით, გუნდს ევროპის ლიგაზე გასასვლელად ორი მატჩი აქვს დარჩენილი, მაგრამ ფამაგუსტელთა შანსებს სკეპტიკურად აფასებენ: 

„ახლა გუნდი ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, რაც ევროსაგზურს ვერ მოუტანს. აშკარად დიდი უკმარისობის გრძნობა დაგვრჩება თუ სეზონში, როცა კვიპროსი ევროტურნირებზე ხუთ გუნდს გამოიყვანს, „ანორთოსისი“ ვერ მოხვდება. ამისთვის გუნდმა ყველა მატჩი უნდა მოიგოს, მაგრამ საუკეთესო შეტევაზე ლაპარაკს ჯობს გაჩუმდნენ. ბოლო ოთხ მატჩში „ანორთოსისმა“ მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, თანაც მხოლოდ ხრისტოდულოპულოსისა და ვარდას გააქვთ. გუნდი სასწრაფოდ რეორგანიზაციას საჭიროებს. დაცვა არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც გუნდის აზარალებს. ახლა არ გამოსწორდება, მაგრამ უკეთესად უნდა იმუშაოს“.

„სპორტ ტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თემურ ქეცბაია უკვე მომავალი სეზონის გეგმებს აწყობს და ახალი თანაშემწე მოძებნა – ნეოფიტოს ლარკუ, კვიპროსის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც შემდეგ მწვრთნელი გახდა და ქვეყნის ეროვნულ გუნდში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა: 

„ქეცბაიასა და ლარკუს შორის ახალი შეხვედრა გაიმართა. როგორც ჩანს, ლარკუ „ანორთოსისთან“ და ქეცბაიასთან თანამშრომლობას იწყებს. ისინი ახალ გუნდს ერთად შექმნიან. მწვრთნელები ერთმანეთს ლარნაკას სასტუმროში შეხვდნენ და თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი და მრავალი თემა განიხილეს“.