„ანორთოსისმა“ რეგულარული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა - ქეცბაიას გუნდი საჩემპიონო ჯგუფში იბრძოლებს
„ანორთოსისმა“ რეგულარული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა - ქეცბაიას გუნდი საჩემპიონო ჯგუფში იბრძოლებს

კვიპროსის ჩემპიონატში რეგულარული სეზონის დასკვნითი, 26-ე ტურის მატჩი გაიმართა – „ანორთოსისმა“ „დოქსა“ 1:0 დაამარცხა და საჩემპიონო ჯგუფში გადაინაცვლა.

რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში „დოქსასთან“ თემურ ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში ოთხივე ქართველი ათამაშა – გიორგი ლორია, მურთაზ დაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

თუმცა, მეორე ტაიმში სამივე წინახაზელი შეცვალა. დაუშვილს ცხვირი ჰქონდა გატეხილი და ჯერ სათამაშოდ საბოლოოდ მზად არ იყო, დამცავი ნიღაბიც ხელს უშლიდა და ქეცბაია იძულებული გახდა, შესვენებაზე შეეცვალა. ოქრიაშვილი და ქვილითაია კი 88-ე წუთზე ტაქტიკური მოსაზრებების გამო დაასვენა. „ანორთოსისმა“ ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე გაიტანა. თავი სომხეთის ნაკრების მცველმა, ოვანეს აბარცუმიანმა გამოიჩინა.

26 ტურის შემდეგ ჩემპიონატი ჯგუფურ ეტაპზე გადაეწყობა: 14 გუნდიდან ბოლო ორი გუნდი (ახნასეთნიკოსი“ და „კარმიოტისა“) პირველ ლიგაში დაქვეითდა, ხოლო დანარჩენი 12 ორ ჯგუფში პოზიციის მიხედვით გადანაწილდა. 1-დან 6-მდე გუნდები ჩემპიონობისა და ევროსაგზურისთვის იბრძოლებენ, ხოლო ბოლო ექვსი გუნდი – ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. ორივე ექვსეულში გუნდებს რეგულარული სეზონის ქულები უცვლელად გადაჰყვებათ.

საჩემპიონო ექვსეულში გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდებიან – შინ და სტუმრად. გუნდი, რომელიც მეტ ქულას მოიპოვებს, ჩემპიონად გამოცხადდება. ჩემპიონი მოიპოვებს ადგილს ჩემპიონთა ლიგის 2021–2022 წლების გათამაშებაში. გარდა ამისა, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კონფერენციის ლიგის 2021-22 გათამაშებაში ჩაერთვებიან, ისევ როგორც -კვიპროსის თასის გამარჯვებული გუნდი. თუ თასის მფლობელი ევროტურნირების საგზურს ჩემპიონატის საშუალებით დაეუფლება, მაშინ კონფერენციის ლიგაზე ჩემპიონატის მეოთხეზე გასული გუნდი იასპარეზებს.

26 ტურის შემდეგ თემურ ქეცბაიამ გუნდმა 51 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „აპოლონმა“, ლიდერი ნიქოზიასომონიაა“ (56), მეორეზე კი აელ-ია (52). აელ-ი და „აპოლონი“ თამაშებს დღეს ჩაატარებენ და შესაძლოა, ქეცბაიას გუნდთან უპირატესობა გაზარდონ.