„ანორთოსისმა“ ქვილითაიას გოლით მოიგო და ლიდერს დაეწია (ვიდეო)

ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურის გამოტოვებული შეხვედრა ახნაშიეთნიკოსთან“ სტუმრად გამართა და 1:0 მოიგო.

გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელიც 69-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა და შანსი გოლად აქცია. გიორგი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა. მას თავის გამოჩენა კიდევ ორჯერ შეეძლო, მაგრამ პირველად კარს ააცილა, მეორედ კი მეკარემ აუღო.

ასევე შეცვლაზე ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელსაც შესვლისთანავე მცველი ისე ეუხეშა, კინაღამ მოედნის დატოვება მოუხდა.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველთაგან მხოლოდ მურთაზ დაუშვილი იყო, რომელიც მთელი თამაში აქტიურობით გამოირჩეოდა. მოედანზე საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მატჩისწინა მოთელვაზე კუნთი გაეჭიმა. რამდენად სერიოზულია ტრავმა, ჯერ უცნობია.

კვიპროსის ჩემპიონატში უკვე 8 ტური გაიმართა და „ანორთოსისი“ 19 ქულით ლიდერს, „აპოლონს“ გაუთანაბრდა, თუმცა, მის კონკურენტს ერთი მატჩი ჩასატარებელი აქვს.