„ანორთოსისმა“ ამხანაგური მატჩი მოიგო - ქეცბაიას ჯერ გუნდის მზადების დონე არ აკმაყოფილებს #1TVSPORT
„ანორთოსისმა“ ამხანაგური მატჩი მოიგო - ქეცბაიას ჯერ გუნდის მზადების დონე არ აკმაყოფილებს #1TVSPORT

ანორთოსისმა“ ამხანაგური მატჩი გამართა – თემურ ქეცბაიას გუნდი კვიპროსის სუპერლიგის „დოქსას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ანორთოსისმა“ სეზონისთვის მზადება ერთი თვის წინ დაიწყო, კვიპროსის სუპერთასზეომონიასთანაც“ ითამაშა, მაგრამ თემურ ქეცბაიასკლუბმადოქსასთან“ მხოლოდ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა – გუნდის 7 მოთამაშეს კორონა დაუდგინდა და ზედიზედ ოთხი სპარინგ-მატჩი ჩაეშალა.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში დარჩენილ ერთადერთ ქართველს, გიორგი ლორიას არ უთამაშია – ქეცბაიამ ამჯერად სარეზერვო მეკარე გამოსცადა. მეტოქის კარში გოლები კრისტოფიმ (62) და ელუნდუმ (73) გაიტანეს. „დოქსას“ შემადგენლობაში ითამაშა ავთო ებრალიძემ, რომელიც კვიპროსულ კლუბში ზაფხულის სატრასფეროფანჯარის“ დროს გადავიდა.

„მიხარია, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, წარმატებას მივაღწიეთ და საგოლე შესაძლებლობები გამოვიყენეთ. გუნდი ჯერ არაა იმ დონეზე, როგორიც გვსურს. ჩვენ ამხანაგური თამაშს პაეკ-თანაც გავმართავთ და შევეცდებით ევროპული თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ. ფეხბურთელებს თამაშები სჭირდებათ. შევეცდებით მოვემზადოთ პირველი ოფიციალური თამაშისთვის, რომელიც 5 აგვისტოს ევროპის ლიგაზე გველის“, – ამბობს თემურ ქეცბაია.