„ანორთოსისის“ ყოფილი მწვრთნელი - ოქრიაშვილს თასის ფინალში გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია #1TVSPORT
„ანორთოსისის“ ყოფილი მწვრთნელი - ოქრიაშვილს თასის ფინალში გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია #1TVSPORT

15 მაისს, ნიქოზიაში, კვიპროსის თასის ფინალში თემურ ქეცბაიას და ოთხი ქართველი ფეხბურთელის „ანორთოსისი“ ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.

„ანორთოსისის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ქრისტოს კასიანოსმა მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა და გუნდისთვის თორნიკე ოქრიაშვილის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენს გუნდს ჰყავს მოთამაშეები, რომლების მნიშვნელობასაც ეს მატჩი გამოაჩენს. ფინალში ტყუილად ველით სანახაობასა და ისეთ ფეხბურთს, რომლიც ნეიტრალურ მაყურებელს მოეწონება. ბოლო მატჩებში „ანორთოსისს“ ოქრიაშვილი ძალიან დააკლდა, როდესაც ის დაშავდა, ჩვენ ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ფეხბურთელის მოედანზე ყოფნა. მას თამაშის ბედის შეცვლა ინდივიდუალური მოქმედებებით შეუძლია და ფინალში მისგან სწორედ ამას ველი. ქვილითაიას, მიხასსა და კალცასსაც აქვთ უნარი, შეცვალონ მატჩის მსვლელობა, გუნდს რაღაც მეტი შესძინონ და თავისიანების თამაში გახსნან“, – განაცხადა ქრისტოს კასიანოსმა რადიო Active-თან ინტერვიუში.

კასიანოსმა კომენტარი „ოლიმპიაკოსზეც“ გააკეთა და მას სახიფათო მეტოქე უწოდა: „ნიქოზიელებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და გუნდიც ხარისხიანი. რაც მეშინია არის ის, რომ „ოლიმპიაკოსი“ ნებისმიერ მეტოქესთან საფრთხეს უგულებელყოფს, რაც ჩემპიონატშიც აჩვენა. „ოლიმპიაკოსის“ მოთამაშეებმა მოიპოვეს თავდაჯერებულობა – მათ არაფრის შიში არ აქვთ და დასაკარგიც არაფერი აქვთ. თუმცა, მცირე უპირატესობას მაინც „ანორთოსისი“ ფლობს და ეს დეტალებში გამოვლინდება“.