„ანორთოსისის“ წარმატებული სერია - ქეცბაიას გუნდი თასის შემდეგი ეტაპისკენ მიიწევს #1TVSPORT
„ანორთოსისის“ წარმატებული სერია - ქეცბაიას გუნდი თასის შემდეგი ეტაპისკენ მიიწევს #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის თასზე მორიგი კარგი თამაში ჩაატარა და წარმატებული სერია გააგრძელა.

ქართველი მწვრთნელის გუნდი თასის 1/8-ფინალურ შეხვედრაში „პაფოსს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. გიორგი ლორია მხოლოდ განაცხადში იყო და არ უთამაშია.

სტადიო სტელიოს კირიკიადისზე“ გამართული შეხვედრა „ანორთოსისთვის“ ცუდად დაიწყო. 42-ე წუთზე ანტონიადისის პენალტით ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და ტაიმი 1:0 მოიგეს.

მაგრამ 51-ე წუთზე პოპოვიჩმა წონასწორობა აღადგინა, 70-ე წუთზე ამბარცუმიანმა ქეცბაიას გუნდი დააწინაურა, ხოლო მე-80 წუთზე ვეტერანმა ქრისტოდულოპულოსმა გაიტანა. „ანორთოსისმა“ კვიპროსის თასის მეოთხედფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა 3:1.

აღსანიშნავია, რომ თემურ ქეცბაიას გუნდს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – „ანორთოსისს“ 9 დეკემბრის შემდეგ არ წაუგია, როდესაც გასვლაზე ბელგრადში „პარტიზანთან“ კონფერენს ლიგაზე 1:1 ითამაშა, შემდეგ კი ზედიზედ 5 მატჩი მოიგო.

„ანორთოსისი“ კვიპროსის თასის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრას 3 თებერვალს საკუთარ სტადიონზე გამართავს.