„ანორთოსისის“ ვეტერანი ფეხბურთელი - ქეცბაიას გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია #1TVSPORT
„ანორთოსისის“ ვეტერანი ფეხბურთელი - ქეცბაიას გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია #1TVSPORT

„ანორთოსისის“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, ლამბროს ლამბრუმ რადიო Super Sport Fm-თან ინტერვიუში ხაზი თემურ ქეცბაიას როლს და იმ ფაქტს გაუსვა, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა თავდაჯერებულობა დაიბრუნა.

„კვიპროსის ჩემპიონ „ომონიასთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგებით „ანორთოსისი“ ტალინში გასამგზავრებლად ფსიქოლოგიურად კარგად არის მომზადებული და „ფლორას“ დასამარცხებლად მიდის. ქეცბაია არის მწვრთნელი, რომლის ისტორიამ აჩვენა, რომ „ანორთოსისში“ მხოლოდ გუნდის მწვრთნელი არ არის. თავადაც აღიარა, რომ გუნდი არ იყო იმ დონეზე, რაც მას სურდა და ამიტომ მასაც და ფეხბურთელებსაც ხალხის მეტი მხარდაჭერა სურდათ, რაც გაკეთდა და „ომონიასთან“ დერბიში გუნდი კარგად გამოიყურებოდა. უკეთესი შედეგის მისაღწევად ეს აუცილებელია“, – ამბობს ფამაგუისტელთა ვეტერანი მოთამაშე.

ლამბროს ლამბრუმ აღნიშნა, რომ თემურ ქეცბაიას გუნდს ტიტულების მოსაპოვებლად აუცილებელი შემადგენლობა და ხარისხი გააჩნია:

„გუნდს აქვს ნიჭი და ხარისხი, ამიტომ შეუძლია ტიტულებზე პრეტენზია ჰქონდეს. ტრიბუნებზე ხალხი გამარჯვებას ითხოვს. ეს ფეხბურთის ნაწილია. რაც შეეხება ჩემპიონობისთვის ბრძოლას, ტრადიციული გუნდები, „ომონია“ და „აპოელი“ წელს ისე ვერ გამოიყურებიან, როგორც მოსალოდნელი იყო. ეს იმაზეც მეტყველებს, რომ ძალიან საინტერესო და ამავდროულად კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი გვაქვს – ეს ეხება როგორც ფავორიტებს, ასევე აუტსაიდერებს. „ანორთოსისმა“ გარკვეული ქულების დაგროვება ამის გამო ვერ შეძლო“.