„ანორთოსისის“ საუკეთესო შეთავაზება - ფეხბურთელებს ხელფასის მხოლოდ 10 პროცენტი დააკლდებათ
„ანორთოსისის“ საუკეთესო შეთავაზება - ფეხბურთელებს ხელფასის მხოლოდ 10 პროცენტი დააკლდებათ

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ადმინისტრაცია ფეხბურთელებს ხელფასებზე შეუთანხმდა და ეს საუკეთესო პირობებია, რაც კი კვიპროსულმა კლუბებმა მოთამაშეებს პანდემიის შემდეგ შესთავაზეს, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „პოტატალიმა“ ავრცელებს.

„ფეხბურთელებმა გუნდის ადმინისტრაციას ხელფასების შემცირებაზე საპასუხო წინადადებით მიმართეს და ეს შემოთავაზება გუნდის ადმინისტრაციამაც მიიღო. წინადადება გულისხმობდა ხელფასების 12.5%-ის ნაცვლად მხოლოდ 10%-ით შემცირებას. მოთამაშეებმა ასევე მოითხოვეს თანხის 50%, თუ გუნდი ევროპის ლიგის პლეი-ოფამდე გააღწევს, ხოლო მთლიანი სახელფასო თანხა (ე.ი. ერთი თვის ხელფასი), თუ „ანორთოსისი“ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება“, – წერს გამოცემა.

პოტატალიმა“ ამტკიცებს, რომ გუნდის მთავარმა აქციონერმა, ხრისტოს პოულაიდისმა და ადმინისტრაციამ კვიპროსულ კლუბებში საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეს:

„მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მოთამაშეებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურთ და რომ არავის განაწყენებას აპირებენ. ამ შეთახმებით, „ანორთოსისის“ ადმინისტრაციამ კვლავ გამოიჩინა გუნდში ოჯახური ატმოსფეროს შენარჩუნების სურვილი. არსებითად, ამ ხელშეკრულებით, მოთამაშეები ხელფასიდან არაფერს დაკარგავენ, რადგან კვიპროსულ კლუბებს შორის „ანორთოსისმა“ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო“.