„ანორთოსისის“ პრეზიდენტმა დაადასტურა - ნინუა გუნდს ტოვებს #1TVSPORT
„ანორთოსისის“ პრეზიდენტმა დაადასტურა - ნინუა გუნდს ტოვებს #1TVSPORT

ნიკა ნინუა სალონიკის პაოკ-ს დაუბრუნდება, რომელმაც იგი „ანორთოსისში“ იჯარით გაუშვა. ამის შესახებ ფამაგუსტას კლუბის პრეზიდენტმა ევგენიოს ამბულასმა განაცხადა.

ფამაგუსტას კლუბის პრეზიდენტი, მიწვეული იყო კვიპროსულ ტელეკომპანიაში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ნინუას თემაზეც ისაუბრა.

„ქართველმა ფეხბურთელმა ვერ გამოიყენა თავისი შანსი. ითვლება თუ არა მისი წასვლა გადაწყვეტილად? დიახ, ნინუას საკითხი გადაწყდა“, – ხაზგასმით აღნიშნა „ანორთოსისმა“ პრეზიდენტმა.

„ანორთოსისი“ კონფერენს ლიგის ჯგუფში ბოლო შეხვედრას ბელგრადის „პარტიზანთან“ გამართავს და მოგების შემთხვევაში, პლეი ოფის ეტაპზე გავა. მაგრამ პრეზიდენტის თქმით, მისი გუნდის სტადიონი გადამწყვეტი ეტაპის თამაშების მისაღებად მზად არაა:

„ჩვენი სტადიონი პლეი ოფისთვის საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, შევედით დიალოგში ორგანიზაციასთან და გამონაკლისის დაშვება ვითხოვეთ. თუ ჯგუფიდან გავალთ, თებერვლისთვის პასუხი იქნება, ვითამაშებთ თუ არა საკუთარ სტადიონზე. თუმცა, უეფა-დან გვითხრეს, რომ სტადიონზე ბევრი პრობლემაა“.