„ანორთოსისის“ პრესსპიკერი - სანამ დაუშვილი არ გაარკვევს ყველაფერს, რაც მას აწუხებს, ჩვენს გუნდში არ იქნება #1TVSPORT
„ანორთოსისის“ პრესსპიკერი - სანამ დაუშვილი არ გაარკვევს ყველაფერს, რაც მას აწუხებს, ჩვენს გუნდში არ იქნება #1TVSPORT

მურთაზ დაუშვილს ახალ გუნდში გადასვლა სურს და ამის გამო საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს კლუბმა, ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა, – ამტკიცებს გამოცემა goal.philenews.

საქმის საბოლოო შედეგი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. დაუშვილს გიორგი ქვილითაიასთან და თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად, ნიქოზიასაპოელში“ იწვევენ. კვიპროსული მედიის ცნობით, „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობამ დაუშვილს ამის გამო საკითხი მკვეთრად დაუყენა.

ფამაგუსტელებმა გადაწყვიტეს, რომ ქართველი ნახევარმცველის სხვა გუნდთან კონტაქტის გამო მას სამომავლო გეგმები არ დაუკავშირონ და ის გუნდში დროებით არ იქნება. თავად ფეხბურთელს მოსთხოვეს, რომ წინასწარი გაფრთხილების ან ნებართვის გარეშე, სანამ „ანორთოსისთან“ კონტრაქტი აკავშირებს, სხვა კლუბთან მოლაპარაკება შეწყვიტოს“, – წერს „სიგმალაივი“.

ამის შესახებ „ანორთოსისის“ პრესსპიკერმა დიმიტრის კრისტოფერუმ ისაუბრა. მან საინტერესო განცხადება გააკეთა Super Sports FM-ის ეთერში.

„ჩვენ გვინდოდა, გვცოდნოდა, როგორი იყო ფეხბურთელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვკითხულობდით. ამის შესახებ ინფორმირებულია ფეხბურთელი. შემდეგი ნაბიჯი იქნება კომპანიის გამგეობის გადაწყვეტილება და ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით გარკვეული ზომების მიღება. სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, ვინაიდან საკითხს აქვს სამართლებრივი მხარე. შემიძლია ვთქვა, რომ სანამ დაუშვილი არ გაარკვევს ყველაფერს, რაც მას აწუხებს, ის ჩვენს გუნდში არ იქნება. როდესაც კონტრაქტებია, „ანორთოსისი“ მათ პატივს სცემს და ეს უნდა გააკეთოს ყველამ, ვისაც გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს“, – ამბობს „ანორთოსისის“ პრესსპიკერი.

დატოვე კომენტარი