„ანორთოსისის“ პრესსამსახურის უფროსი - ქართველებზე ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება
ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი ლეგიონერების, ნიკა კაჭარავასა და თორნიკე ოქრიაშვილის შესაძლო ტრანსფერებზე რადიო „სპორტ ფმ“-თან კომენტარი კლუბის პრესსამსახურის უფროსმა, სავას პილაკულასმა გააკეთა – ფამაგუსტელთა გუნდის წარმომადგენლის თქმით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შესახებ მედიაში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
„ბოლო კვირებში ვრცელდება ხმები, თითქოს კაჭარავასა და ოქრიაშვილის ტრანსფერები გადაწყვეტილია, მაგრამ ამ ცნობების უმრავლესობა სიმართლეს არ შეესაბამება. ოქრიაშვილსა და კაჭარავას გუნდთან კონტრაქტი აკავშირებთ და დაინტერესებულმა გუნდმა ჯერ ჩვენ ფინანსური წინადადებით უნდა მოგვმართოს. თუ ეს შემოთავაზება მისაღებად ჩაითვლება, ფეხბურთელი გადავა, მაგრამ ამ ეტაპზე შეთავაზებები არ გვაქვს“, – ამბობს სავას პიკულასი.
გავრცელებული ცნობებით, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს ტოვებენ, რადგან მათ უფრო ძლიერი ლიგებიდან შემოთავაზებები მიიღეს.