„ანორთოსისის“ პრესსამსახური - ქეცბაიას გათავისუფლება იოლად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო #1TVSPORT
„ანორთოსისის“ პრესსამსახური - ქეცბაიას გათავისუფლება იოლად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო #1TVSPORT

„ანორთოსისის“ პრესსამსახურის უფროსმა, ​​სტელა მარკუმ, გამოცემა SPORT FM-თან თემურ ქეცბაიას გათავისუფლების მიზეზებზე ისაუბრა.

„თემურ ქეცბაიას გათავისუფლება იოლად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო, ის ჩვენი გუნდისთვის მხოლოდ მწვრთნელი არ ყოფილა, მისი გაშვება არ აკნინებს იმ ღვაწლს, რაც გუნდისთვის გააკეთა.

რაც შეეხება მის კონტრაქტს, ეს კლუბის შიდა პრობლემაა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „ანორთოსისზე“ მაღლა არავინ და არაფერი დგას. მას შემდეგ, რაც ფამაგუსტადან წამოვედით, ჩვენს კლუბს ახლა ყველაზე რთული პერიოდი აქვს. თუ რამე საჯარო არ არის, ეს მხოლოდ კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება“.

კვიპროსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თემურ ქეცბაია კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე კლუბის მიერ შეთავაზებულ წინადადებას არ დათანხმდა და, წესით, „ანორთოსისმა“ ხელშეკრულების დასრულებამდე (2028 წლამდე) ხელფასი უნდა გადაუხადოს.