„ანორთოსისის“ მთავარი აქციონერი - ქეცბაიას ყველა მოთხოვნას შევასრულებთ
„ანორთოსისის“ მთავარი აქციონერი - ქეცბაიას ყველა მოთხოვნას შევასრულებთ

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა აქციონერმა ხრისტოს პოულაიდისმა გამოცემა „გოლთან“ ინტერვიუში გუნდის გეგემებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მოთხოვნებს შეასრულებს.

„შეიძლება ბევრი არ ელოდა, რომ „ანორთოსისი“ სეზონის ბოლოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა. მაგრამ ფავორიტთა შორის აღმოვჩნდით. ჩვენ არც გვაინტერესებს, სხვები რას ფიქრობენ, მნიშვნელოვანია ის, თავად რასაც ვფიქრობთ და ვაკეთებთ. სეზონის დასაწყისში ქეცბაიამ იცოდა, რასაც ამბობდა და ასეც მოხდა. მიგვაჩნია, რომ ჩემპიონატის უსამართლო დასრულებამდე ჩვენმა ჩანაფიქრმა გაამართლა და ოქროს მედლის რეალური კანდიდატები ვიყავით“, – აცხადებს ხრისტოს პოულაიდისი.

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა აქციონერმა საკადრო საკითხებზე ილაპარაკა: „ახალ სეზონამდე რამდენ მოთამაშეს დავიმატებთ და შესაბამისად, რამდენს გავუშვებთ, ეს ჩემი საქმე არაა და არც მაინტერესებს. საკადრო საკითხები მთლიანად მწვრთნელის გადასაწყვეტია. კომპეტენციებს შორის მკაფიო საზღვრებია და გუნდში ყველა თავის საქმეს აკეთებს. მაგრამ ის ვიცი, რომ ყველაფერს შევეცდებით, რათა შემადგენლობის დაკომპლექტებისას მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ყველა მოთხოვნები შევასრულოთ“.