„ანორთოსისის“ მთავარი აქციონერი - ქეცბაია გვჭირდება და დარჩენა ვთხოვეთ #1TVSPORT
„ანორთოსისის“ მთავარი აქციონერი - ქეცბაია გვჭირდება და დარჩენა ვთხოვეთ #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა აქციონერმა, ხრისტოს პულაიდისმა ტელეკომპანია „კაბლნეტის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ სურდათ, ქართველი სპეციალისტი, თემურ ქეცბაია დაეტოვებინათ.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თემურს. არ აქვს მნშვნელობა, ის „ანორთოსისში“ იქნება თუ არა. ჩვენ მას ყოველთვის ვუსურვებთ წარმატებებს და სიკეთეს. ჩვენ გვქონდა მასთან თანამშრომლების შეფასება. ზოგიერთმა ჩვენგანმა გადაწყვიტა, რომ საჭიროა ცვლილებები, რომელმაც უთანხმოება გამოიწვია“, – ამბობს ხრისტოს პულაიდისი.

„ანორთოსისის“ მთავარი აქციონერი აცახდებს, რომ ქეცბაიას პოზიციის შეცვლის იმედს ბოლომდე იტოვებდა: 

„ჩვენ გვჭირდება თემური და ვთხოვეთ დარჩენა. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მას პატივს ვცემთ, მაგრამ საკითხი საბოლოოდ ჯერ დახურული არ არის. თუმცა ამ თემის განვრცობა არ მინდა“.

შეგახსენებთ, რომ სპორტულმა დირექტორმა თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო სტაფის წევრების შეცვლა მოსთხოვა, რაც ქართველმა სპეციალისტმა უნდობლობად მიიჩნია და გუნდის დატოვება გადაწყვიტა.