„ანორთოსისის“ მეკარეთა მწვრთნელი - ჩვენს ლიდერობას ლორიას თამაში განაპირობებს
„ანორთოსისის“ მეკარეთა მწვრთნელი - ჩვენს ლიდერობას ლორიას თამაში განაპირობებს

კვიპროსის ჩემპიონატში ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ლიდერობას გიორგი ლორიას შესანიშნავი თამაში განაპირობებს – ეს უნგრულ გამოცემა boon.hu-სთან ინტერვიუში ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარეთა მწვრთნელმა ზოლტან ნადიმ განაცხადა.

„საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას გარდა, რომელსაც მწვრთნელთა სტაფი ენდობა, კიდევ ორი კვიპროსელი მეკარე გვყავს, ასევე ორი ახალგაზრდა კიპერი – ერთი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, ერთიც 18 წლის კვიპროსელი მეკარე. სტატისტიკა განსაკუთრებით კარგი საქართველოს ნაკრების მეკარე ლორიას აქვს. მისმა თამაშმა განაპირობა, რომ გუნდი ლამის ბოლო ტურამდე ლიგაში ლიდერობდა“, – ამბობს „ანორთოსისის“ მეკარეთა მწვრთნელი.

გიორგი ლორია კვიპროსულ კლუბში 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და ჯერაც დაუსრულებელი სეზონის საუკეთესო მეკარეების კანდიდატებში დაასახელეს.