„ანორთოსისის“ ანგარიშები - ქეცბაია კიდევ ორ ქართველს იწვევს
„ანორთოსისის“ ანგარიშები - ქეცბაია კიდევ ორ ქართველს იწვევს

ფამაგუსტას „ანორთოსისს“ სამი ქართველი დატოვებს, მაგრამ გუნდს ჩვენი ქვეყნიდან ორი ფეხბურთელი შეუერთდება – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა Themasports ავრცელებს.

„ქართველი ფეხბურთელები „ანორთოსისის“ სატრანსფერო გეგმებში კვლავ დიდ როლს იკავებენ. არსებული ინფორმაციების თანახმად, ჯანო ანანიძის შემდეგ, გუნდს ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი დატოვებენ. კაჭარავას მენეჯერი ცდილობს, ფეხბურთელი რუსეთის გუნდში გადაიყვანოს. ადრე ნიკა „როსტოვში“ ირიცხებოდა, მაგრამ იქ თამაში არ მოუწია. მას სურს, რომ რუსეთის ლიგაში ბედი კიდევ ერთხელ სცადოს და ქეცბაია ხელს არ შეუშლის. თავის მხრივ, ახალ კლუბს ოქრიაშვილიც ეძებს“, – წერს გამოცემა.

გამოცემა Themasports თემურ ქეცბაიას ორ შესაძლო ნამატზეც წერს: „რაც შეეხება ახალწვეულებს, ქეცბაიას ბექა მიქელთაძისა და გიორგი პაპუნაშვილის მიწვევა სურს. მიქელთაძე ყაზანის „რუბინიდანგაუშვესა და შესაძლოა, დაბრუნდეს „ანორთოსისში“, სადაც „რუბინამდე“ თამაშობდა. ქეცბაია ასევე „სარაგოსადან“ გიორგი პაპუნაშვილის შეძენის შესაძლებლობასაც განიხილავს“.

კვიპროსული გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილი მხოლოდ ისაა, რომ „ანორთოსისში“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან რჩებიან მხოლოდ მეკარე გიორგი ლორია და ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი.