„ანორთოსისიდან“ ცხრა მოთამაშე მიდის, მათ შორის ლორიას კონკურენტიც #1TVSPORT
„ანორთოსისიდან“ ცხრა მოთამაშე მიდის, მათ შორის ლორიას კონკურენტიც #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ევროსაგზურს ვერ დაეუფლა და კვიპროსულ მედიას თუ დავეყრდნობით, გუნდს ცხრა მოთამაშე ტოვებს.

სპორტტაიმ სიგმალაივი“ ამტკიცებს, რომ „ანორთოსისში“ დიდი წმენდა დაიწყება, მაგრამ გამოცემის ცნობით, არ შეეხებიან გიორგი ლორიას, რომელმაც ფამაგუსტას გუდნთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა. სამაგიეროდ, წამსვლელთა შორისაა მისი კონკურენტი ასაფ ჯური.

გუნდს დაემშვიდობა ორი წამყვანი მოთამაშე – ფინეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი პაულიუს არაიური და ეგვიპტელი ნახევარმცველი ამრ ვარდა, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

„არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც კონტრაქტი აკავშირებს. ბევრი კონტრაქტი ეწურება. თუმცა უკვე მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ზოგიერთი ფეხბურთელი „ანორთოსისის“ მაისურით აღარ ითამაშებს“, – წერს გამოცემა.

სპორტტაიმი“ ქართველი მთავარი მწვრთნელის პასუხიმგებლობაზეც წერს: 

„სეზონის ბოლოს „ანორთოსისმა“ ბევრ მიმართულებით მიიღო დიდი დარტყმა და ევროტუირნირების მიღმა დარჩა. გადაწყვეტილებებს, რომლებიც უახლოეს დღეებში იქნება მიღებული, გუნდში მოუთმენლად ელიან. სოციალური მედიის საშუალებით ბევრი ადამიანი აკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას თემურ ქეცბაიას და ადმინისტრაციას ამ სეზონის ასეთ დასრულებაზე. გუნდი კი გულშემატკივრებს მოუწოდებს, გადაწყვეტილების მიღებამდე დამშვიდდნენ. ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ ახალი სეზონის დაგეგმვისას ბიუჯეტი შემცირდება, რადგან „ანორთოსისის“ ევროპულ შეჯიბრებზე ვერ მოხვედრა ბიუჯეტის გაზრდას გამორიცხავს“.