„ანორთოსისი“ ლიდერებს დაეწია - ქეცბაიამ ოქრიაშვილი დაასვენა
„ანორთოსისი“ ლიდერებს დაეწია - ქეცბაიამ ოქრიაშვილი დაასვენა

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ჩემპიონატი კვიპროსშიც განახლდა და თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ გასვლაზე მოიგო.

ქართველი მწვრთნელის გუნდი „ანორთოსისი“ „ნეა სალამინას“ დაუპირისპირდა და შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა – ეს ფამაგუსტას დერბი იყო, რადგან ორივე გუნდი ოკუპირებულ ქალაქ ფამაგუსტას წარმოადგენს. „ანორთოსისმა“ „ნეა სალამინას“ შანსი არ დაუტოვა.

ქეცბაიას გუნდი პირველ ტაიმში 1:2 დაწინაურდა – მეტოქემ სხვაობა შესვენებამდე შეამცირა და შესვენებაზე გუდნები 1:2-ზე გავიდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში ქეცბაიას გუნდის სომეხი მცველი, ოვანეს ამბარცუმიანი გააძევეს. ამის მიუხედავად, მეორე ნახევარში „ანორთოსისმა“ კიდევ ორი გაიტანა და 4:1 მოიგო.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულებიდან მხოლოდ გიორგი ლორიამ ითამაშა. 56-ე წუთზე მოედანზე გიორგი ქვილითაია გამოჩნდა, მურთაზ დაუშვილი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი, რომლის ტრავმაც სერიოზული არ გამოდგა, ქეცბაიამ რისკს აარიდა და განაცხადშიც არ ყოფილა.

7 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ (რომელმაც ერთი მატჩი გამოტოვა) 13 ქულა დააგროვა და ლიდერებს გაუთანაბრდა, თუმცა, ლიმასოლის „აპოლონმა“ მხოლოდ 5 მატჩი ჩააატრა, ხოლო ლარნაკას აეკ-მა – 7 მატჩი.