„ანორთოსისი“ და ქეცბაია კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ - ქართველი მწვრთნელი კომპენსაციას მიიღებს #1TVSPORT
„ანორთოსისი“ და ქეცბაია კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ - ქართველი მწვრთნელი კომპენსაციას მიიღებს #1TVSPORT

გამაგუსტას „ანორთოსისი“ და გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კონტრაქტის შეწყვეტის პირობებზე შეთანხმდნენ – ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

„თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ კონტრაქტის მეორე ვადით აღარ იმუშავებს. მხარეები თანამშრომლობის პირობებზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ ისინი გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, სადაც ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესზე ისაუბრეს და კონსენსუსს მიაღწიეს. ქართველი მწვრთნელი კომპენსაციას მიიღებს“, – ამტკიცებს philenews.

გამოცემა შეთანხმების დეტალებზე წერს:

„გუნდი და ქეცბაია შეთანხმდნენ, რომ ფამაგუსტას გუნდი 120 000 ევროს გადაუხდის 54 წლის მწვრთნელს, რომელსაც კონტრაქტით წელიწადში 270 000 ევროს ანაზღაურება ეკუთვნოდა. ამ მომენტიდან გუნდმა ქართველი მწვრთნელის შემცვლელი ძებნა დაეწყო“.