„ანორთოსისი“ ბევრ მოთამაშეს შეელია - ქეცბაია მოთამაშეების დასამატებლად საქართველოში წამოვიდა #1TVSPORT
„ანორთოსისი“ ბევრ მოთამაშეს შეელია - ქეცბაია მოთამაშეების დასამატებლად საქართველოში წამოვიდა #1TVSPORT

კვიპროსული გამოცემა „სიგმალაივის“ ცნობით, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ დიდი საკადრო ცვლილებები მოხდა და მოთამაშეთა პირველი მასობრივი წასვლის პროცესი დაწყებულია.

„ციფრები გავრცელებულ ხმებს ადასტურებს. ახალ სეზონში „ანორთოსისის“ შემადგენლობა „გაიფილტრება“, მაგრამ გუნდიდან წასული მოთამაშეების რაოდენობა ორ ნიშნა არ არის. ფინანსური მიზეზების გამო გუნდს ოქრიაშვილი და ქვილითაია დატოვებენ, ზოგიერთი კი სხვა გუნდში გადადის – მარგასა, სელინი. მანიასი, გალიციოსი, პელეასი, ჟური – ისინი უკვე ფამაგუსტას კლუბის წარსულში არიან. ამასთან, სავარაუდოდ, წასულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ელიან, რომ გუნდიდან ვრგოცი, ჰუსბაუერი და ელუნდუც წავლენ, ხოლო კრისტოფისს ახალი კონტრაქტი მნიშვნელოვნად შემცირებული შემოსავლით შესთავაზეს და ახლა მის პასუხს ელიან. კვიპროსის ნაკრების მეკარე ჯორჯ პაპადოპულოსის კონტრაქტის განახლების საკითხი კვლავ გაურკვეველია,“ – წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობით, ქეცბაია გასაძლიერებლად საქართველოში გაემგზავრა:

„53 წლის მწვრთნელს გუნდის შემადგენლობის ხარისხობრივად გაუმჯობესება სურს. ქართველი მწვრთნელი სამშობლოში გაემგზავრა, სადაც პირად კონტაქტებს დაამყარებს მისთვის საინტერესო თანამემამულეებთან, რომლებიც ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშობენ. ცნობილია, რომ ამ სიაში არიან გურამ კაშია და ვაკო გვილია. მაგრამ მწვრთნელის სატრანსფერო ჩამონათვალში მხოლოდ ქართველები არ არიან. ქეცბაია სწრაფად შეეცდება შეთანხმებას მიაღწიოს მოთამაშეებთან, რომლებიც გუნდში არსებულ პრობლემებს მოაგვარებენ“.

ცნობილი იყო, რომ „ანორთოსისს“ კონფერენციათა ლიგაზე უნდა ეთამაშა. მაგრამ უეფას ცნობით, კვიპროსის თასის გამარჯვებული უეფას კონფერენციათა ლიგის ნაცვლად, ევროპის ლიგის მესამე შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს. ევროპალიგის მესამე შესარჩევი ეტაპის მატჩები ხუთ და თორმეტ აგვისტოსაა დაგეგმილი.