ანხელ დი მარიას ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება (ფოტო)
ანხელ დი მარიას ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება (ფოტო)

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ, შესაძლოა, ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს იმ ინციდენტში მონაწილეობისთვის, რომელიც ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მარსელის“ მატჩის დროს მოხდა, – წერს „დეილი მეილი“.

როგორც ირკვევა, დი მარია შეიძლება დაისაჯოს იმის გამო, რომ მოედანზე მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს, „მარსელის“ მცველ ალვარო გონსალესს შეაფურთხა. ეს ეპიზოდი ვიდეოში მოხვდა. გარდა უდისციპლინობისა, ეს არის კორონავირუსზე პროტოკოლის სერიოზული დარღვევა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის ბოლოს, პსჟ-ის ფორვარდმა ნეიმარმა კეფაში მუშტი ჩაარტყა ალვარო გონსალესს, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო. ამ ეპიზოდმა სერიოზული კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვია. მატჩის შემდეგ, ბრაზილიელმა განაცხადა, რომ თამაშის მიმდინარეობისას, გონსალესმა ის არაერთხელ შეურაცხყო რასიზმის ნიადაგზე. თავად გონსალესი ბრალდებას უარყოფს.