ანხელ დი მარია „ბენფიკას“ ტოვებს #1TVSPORT

12:11, 16.05.2025

არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს „ბენფიკას“.

ტურნირში მონაწილეობის შემდეგ, 37 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება, – დაწერა გამოცემა ТyC Sports-მს.

შეგახსენებთ, რომ დი მარია „ბენფიკაში“ გასულ სეზონში დაბრუნდა. ამ სეზონში არგენტინელმა პორტუგალიის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 15 ივნისიდან 13 ივლისამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

მსგავსი