ანკარასა და იზმირს ოპოზიციონერი მერები ეყოლება, სტამბოლში ხმების გადათვლა გრძელდება

13:51, 08.04.2019

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ანკარასა და იზმირში ხმების დათვლა დაასრულა. ორივე ქალაქს ოპოზიციონერი მერები ეყოლება.

როგორც ცესკო-ში ამბობენ, ანკარაშიც და იზმირშიც „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატებმა, მანსურ იავაშმა და ტუნიჩ სოიერმა გაიმარჯვეს.

ამასთან, თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში ხმების გადათვლა გრძელდება. სტამბოლის მერად ოპოზიციონერი კანდიდატის არჩევა თურქეთის მმართველმა პარტიამ გაასაჩივრა.

მუნიციპალური არჩევნები თურქეთში 31 მარტს გაიმართა.

მსგავსი