ანჯეი დუდა - პოლონეთმა შესაძლოა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების საბჭოთა რაკეტები გადასცეს
ანჯეი დუდა - პოლონეთმა შესაძლოა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების საბჭოთა რაკეტები გადასცეს

პოლონეთმა შესაძლოა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების საბჭოთა რაკეტები გადასცეს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ორმხრივი შეხვედრის დროს პრეზიდენტთან განვიხილავდით გარკვეულ საშუალებებს. არის რაკეტები ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, ისინი პოლონეთის მარაგშია. ჩვენ განვიხილეთ მათი გადაცემა უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მხარდასაჭერად. ვარშავაში დაბრუნების შემდეგ, ამ საკითხის განხილვას გავაგრძელებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან პოლონელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა 11 აპრილის ღამით რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასირებული დარტყმების შესახებ. ზელენსკის თქმით, მან დუდას უთხრა, რომ უკრაინას კრიტიკულად სჭირდება პარტნიორების გაძლიერებული მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის კუთხით.