ანჯეი დუდა დონალდ ტრამპს თანამდებობის დაკავებას ულოცავს - მოუთმენლად ველოდები ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლონეთ-ამერიკის ალიანსის გაძლიერებას
ანჯეი დუდა დონალდ ტრამპს თანამდებობის დაკავებას ულოცავს - მოუთმენლად ველოდები ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლონეთ-ამერიკის ალიანსის გაძლიერებას

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს.

„ბატონო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ! თქვენი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ფიცის დადების დღეს, გთხოვთ, მიიღოთ გულწრფელი მილოცვა პოლონელი ხალხისგან. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს წლების მეგობრობა და ერთი და იმავე ღირებულებების მიმართ რწმენა: თავისუფლება და დემოკრატია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააგრძელებს ამ კავშირის განმტკიცებას პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ დონეზე. მოუთმენლად ველოდები ჩვენს შემდგომ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს პოლონეთ-ამერიკის ალიანსის გაძლიერებას. თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს მომავალ წლებში. ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს პოლონეთი!“ – წერს ანჯეი დუდა.