ანიელი „იუვენტუსის“ პრეზიდენტობიდან მიდის #1TVSPORT

23:42, 20.04.2021
Juventus’s president Andrea Agnelli looks on during the Italian SuperCup TIM football match Juventus vs lazio on August 13, 2017 at the Olympic stadium in Rome.  / AFP PHOTO / ALBERTO PIZZOLI        (Photo credit should read ALBERTO PIZZOLI/AFP/Getty Images)

ანდრეა ანიელი ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტის პოსტს ტოვებს, – ამტკიცებს საკუთარ „ტვიტერში“ გაზეთ Independent-ის ჟურნალისტი მიგელ დელანი. მანვე დაამატა, რომ უდიდესი ზეწოლის ქვეშ არის მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

იტალიელი ბიზნესმენი ევროპის სუპერლიგის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. პროექტს, რომლის შექმნის შესახებ 18 აპრილს 12-მა კლუბმა გამოაცხადა, დიდი ბრძოლა გამოუცხადეს უეფა-მ, ფიფა-მ და გულშემატკივრებმა. უკვე ორი დღის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ პროექტი არ შედგა და დაიშალა.

ანიელი 2010 წლის მაისიდან იყო „იუვენტუსის“ პრეზიდენტი.

მსგავსი