ანია ბლანჩარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პიროვნებას სიკვდილით დასჯა ემუქრება
ანია ბლანჩარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პიროვნებას სიკვდილით დასჯა ემუქრება

ამერიკის შეერთებულ შტატებში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მებრძოლ ვოლტ ჰარისის ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვიმატანილი პიროვნება პოლიციამ დააკავა.

ადგილობრივი პროკურორი ბრენდონ ჰიუსი აცხადებს, რომ 29 წლის იბრაჰიმ იაზიდის სიკვდილით დასჯა ემუქრება. სამართალდამცველებმა 19 წლის ანია ბლანჩარდის სხეული ერთთვიანი ძებნის შემდეგ, 25 ნოემბერს აღმოაჩინეს.

მოგვიანებით ქვეყნის პოლიციამ საქმესთან დაკავშირებით სამი პიროვნება დააკავა, თუმცა პროკურატურის განცხადებით ბლანჩარდის სიკვდილში ეჭვიმატინილი მხოლოდ იაზიდია.