ანგელოვსკიმ საქართველოსთან ისტორიული მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ანგელოვსკიმ საქართველოსთან ისტორიული მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ახალი სახელების გარეშე – მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს ჩრილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა სია, რომლებიც 12 ნოემბერს, თბილისში საქართველოსთან ისტორიული შეხვედრისთვის მოემზადებიან, შემდეგ კი ერთა ლიგის მატჩებისთვის სომხეთთან (15 ნოემბერს) და ესტონეთთან (18 ნოემბერს).

სიაში ოთხი მეკარეა – ასევე არის კირე რისტევსკი, მაგრამ მისი შეკრებაზე გამოცხადება Covid-19-ზე ახალი ტესტის პასუხზე იქნება დამოკიდებული.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), მარტინ ბოგატინოვი (ეთნიკოსი, კვიპროსი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი), დანიელ ბოჟინოვსკი (სილეკსი,ჩრდილოეთ მაკედონია).

მცველები: ვისარ მუსლიუ (ფეჰერვარი, უნგრეთი), ეგზონ ბეიტალუაი (შკენდია, ჩრდილოეთ მაკედონია), კირე რისტევსკი (უიპეშტი, უნგრეთი), შტეფან რისტოვსკი (სპორტინგი, პორტუგალია), დარკო ველკოვსკი (რიეკა, ხორვატია), გოკო ზაიკოვი (შარლერუა, ბელგია), ეზგიან ალიოსკი (ლიდსი, ინგლისი).

ნახევარმცველები: ენის ბარდი (ლევანტე, ესპანეთი), არიან ადემი (ზაგრების დინამო, ხორვატია), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი, უნგრეთი), სტეფან სპიროვსკი (აეკ, კვიპროსი), ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), ტიხომირ კოსტადინოვი (რუჟემბეროკი, სლოვაკეთი).

თავდამსხმელები: გორან პანდევი (ჯენოა, იტალია), ივან ტრიჩკოვსკი (აეკ, კვიპროსი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე, იტალია), ალეკსანდარ ტრაიკოვსკი (მალიორკა, ესპანეთი), კრსტე ველკოსკი (სარაევო, ბოსნია), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი, საფრანგეთი).