ანგელოვსკიმ მხოლოდ ესტონეთი არ იგულისხმა - ღრუბლებში არ უნდა ვიფრინოთ, როდესაც უფრო დაბალი ხარისხის გუნდებთან ვიგებთ
ანგელოვსკიმ მხოლოდ ესტონეთი არ იგულისხმა - ღრუბლებში არ უნდა ვიფრინოთ, როდესაც უფრო დაბალი ხარისხის გუნდებთან ვიგებთ

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ კმაყოფილება გამოხატა ესტონეთთან 2:1 გამარჯვების შემდეგ, რადგან მისმა გუნდმა ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა და ერთა ლიგის ახალ სეზონში „ბ“ ჯგუფში დაწინაურების შანსი გაუჩნდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულმა გუნდმა მაქსიმალურად სერიოზულად უნდა ითამაშოს ყველა შეხვედრაში, იმის მიუხედავად, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

„ჩვენ ღრუბლებში არ უნდა ვიფრინოთ, მაშინაც კი, თუ მატჩებს რეგულარულად ვიგებთ, მაგრამ ჩვენ ამას ჯერ მხოლოდ უფრო დაბალი ხარისხის გუნდებთან ვახერხებთ, ამას ვინმეს შეურაცხყოფის გარეშე ვამბობ. სიმართლე გითხრათ, დღევანდელი მატჩის დასაწყისში არც ისე კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ შემდეგ სასურველ რიტმში შევედით და მაქსიმალურ დონეზე ვითამაშეთ, როგორც ჩრდილოეთ მაკედონიას შეეფერება“, – თქვა ანგელოვსკიმ.

მან ერთა ლიგის შემდეგ ტურში სომხეთთან მატჩის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა: „ჩვენ ესტონეთთან მოვიგეთ.  ერთი მატჩი დაგვრჩა პირველი ადგილის დასაკავებლად და ერთა ლიგის „ბ“ ლიგაში გადასასვლელად. ჩვენ 2020 წელს თამაში არ წაგვიგია და ვფიქრობ, რომ წელი კიდევ ერთი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ“.

ჩრდილოეთ მაკედონია სომხეთს 18 ნოემბერს დაუპირისპირდება, შეხვედრაში, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის ომის გამო, კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში გაიმართება.