ანგელოვსკიმ დანაკლისი ახსენა, მაგრამ საქართველოსთან მოგებას იმედოვნებს
ანგელოვსკიმ დანაკლისი ახსენა, მაგრამ საქართველოსთან მოგებას იმედოვნებს

სომხეთისა (5 სექტემბერი) და საქართველოს (8 სექტემბერი) ნაკრებებთან ერთა ლიგის ც2-ში ჯგუფში შეხვედრებამდე კომენტარი გააკეთა ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ – მისი თქმით, ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში უახლოეს ორ მატჩში გუნდი სრული შემადგენლობით ვერ ითამაშებს.

„სომხეთთან და საქართველოსთან წინააღმდეგ მატჩებისთვის ის ფეხბურთელები გამოვიძახე, რომელსაც წინა მატჩებზეც ვენდობოდი, მაგრამ დანაკლისიც გვაქვს – ტიხომირ კოსტადინოვი ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება, ხოლო ფერხან ჰასანი ფინეთში კოვიდის შეზღუდვების გამო ვერ ჩამოდის. დანიელ ავრამოვსკიმ გვაცნობა, რომ დაშავებულია, მაგრამ ის სიაშია და სკოპიეში ჩამოვა, სადაც ჩვენი სამედიცინო ჯგუფი გამოიკვლევს. იმედი მაქვს, რომ თამაშებამდე კარგად იქნება“, – ამბობს იგორ ანგელოვსკი.

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შესარჩევ ჯგუფში გუნდი მიზანზეც ილაპარაკა.

„მაკედონიის ნაკრებში ეს ფეხბურთელები დიდი ხნის განმავლობაში შესანიშნავ შედეგებს აღწევდნენ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე ადგილი დავიკავეთ, ერთა ლიგის ჯგუფში – პირველზე გავედით. თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პოზიტიური თამაშები და შედეგები გაგრძელდება. იმედია, რომ ჩვენს ერთგულს გულშემატკივრებს გავახარებთ, რომლებიც ამ მატჩებს ვერ დაესწრებიან. ერთა ლიგის ახალი გათამაშების ამ ორ შეხვედრაში საჭირო შედეგის მიღწევა გვსურს. ამას გარდა, ერთა ლიგის ნახევარაფინალში კოსოვოს წინააღმდეგ 8 ოქტომბრის მატჩამდე ეს ბოლო რეპეტიცია იქნება“.

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები 31 აგვისტოს, ორშაბათს სკოპიეს სასტუმრო „გრადნ პლაზაში“ შეიკრიბებიან.

დატოვე კომენტარი