ანგელა მერკელსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ანგელა მერკელსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა, – ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.

ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნიკოლ ფაშინიანსა და ანგელა მერკელს შორის გამართული მეორე სატელეფონო საუბარია.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება, ნიკოლ ფაშინიანმა მერკელს საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და კონფლიქტში თურქი სამხედროების, ასევე დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობის საკითხზე ესაუბრა. გერმანიის კანცლერმა კი, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი პროცესის განახლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.