ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს
ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს

უკრაინის კონფლიქტი განიხილეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა ე.წ. შტაინმაიერის ფორმულაზე, ასევე სტანიცა ლუგანსკაიასთან და ზოლოტოესთან უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სეპარატისტების სამხედრო ჯგუფების ძალების დაშორიშორების პროცესი განიხილეს. ორი ქვეყნის ლიდერებმა მინსკის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს უთხრა, რომ უკრაინის კანონმდებლობაში აუცილებელია დონბასის განსაკუთრებული სტატუსის ასახვა.

მერკელმა და პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სურვილი, კოორდინირებული ძალისხმევა მიმართონ ე.წ. ნორმანდიული ფორმატით შესაძლო სამიტის მოსამზადებლად.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობებზეც. ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის მთავარი თემა ასევე იყო ლიბიისა და სირიის კონფლიქტები.

დატოვე კომენტარი