ანგელა მერკელის გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე, ნოემბერში ევროკავშირის სამიტი აღარ ჩატარდება
ანგელა მერკელის გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე, ნოემბერში ევროკავშირის სამიტი აღარ ჩატარდება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე, ნოემბერში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტი აღარ ჩატარდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პანდემიის პირობებში სამიტი არ უნდა ჩატარდეს.

სამიტის ინიციატორი გერმანია იყო, რომელიც ამჟამად, როტაციის პრინციპით, ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა.

სამიტზე ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობაზე მსჯელობა იგეგმებოდა.

დატოვე კომენტარი