ანგელა მერკელი - ვგრძნობ უდიდეს სირცხვილს იმ ბარბაროსული დანაშაულებისთვის, რომელიც ოსვენციმში გერმანელებმა ჩაიდინეს
ანგელა მერკელი - ვგრძნობ უდიდეს სირცხვილს იმ ბარბაროსული დანაშაულებისთვის, რომელიც ოსვენციმში გერმანელებმა ჩაიდინეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოსვენციმში ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია მოინახულა. ანგელა მერკელმა თქვა, რომ ბანაკში ჩადენილი დანაშაულები ყოველთვის იქნება გერმანიის ისტორიის ნაწილი.

„ვგრძნობ უდიდეს სირცხვილს იმ ბარბაროსული დანაშაულებისთვის, რომელიც აქ გერმანელებმა ჩაიდინეს. ოსვენციმი იყო გერმანელების ბანაკი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნო ეს ფაქტი. ჩვენ, გერმანელები ვართ დავალებული მსხვერპლთა მიმართაც და საკუთარი თავის მიმართაც“, – აღნიშნა მერკელმა.

„როიტერი“ წერს, რომ ბანაკის ტერიტორიის შენარჩუნების მიზნით, გერმანიის მთავრობამ 60 მილიონი ევრო გამოყო. ოსვენციმის ბანაკში 1.1 მილიონი ადამიანი მოკლეს, რომელთა უმეტესობა ებრაელი იყო. გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ანტისემიტიზმს, რომელიც ებრაელებს საფრთხეს უქმნის, როგორც გერმანიაში და ევროკავშირში, არამედ მათ საზღვრებს გარეთაც.