ანგელა მერკელი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხების დარღვევაში რუსეთს ადანაშაულებს
ანგელა მერკელი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხების დარღვევაში რუსეთს ადანაშაულებს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი „საშუალო და მცირე მანძილეზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხების“ დარღვევაში რუსეთს ადანაშაულებს.

მერკელის თქმით, მოსკოვი აღნიშნულ ხელშერკულებას უკვე დიდი ხანია არ ასრულებს. ეს განცხადება გერმანიის მთავრობის მეთაურმა დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„საქმე ეხება ჩვენს უსაფრთხოებას. ახლა უნდა გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ“, – განაცხადა მერკელმა.

მანამდე, „საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ შეთანხმების დარღვევაში რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტმა დაადანაშაულა და ამ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლით დაიმუქრა.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპის ბრალდება ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც გაიმეორა.

„საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ შეთანხმება 1987 წელს საბჭოთა კავშირსა და აშშ-ის შორის გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებს ეკრძალებათ 1000-დან 5500 კილომეტრამდე და 500-დან 1000 კილომეტრამდე რადიუსზე მოქმედი რაკეტების წარმოება, გამოყენება და შენახვა.