ანგელა მერკელი - მივესალმები, თუ აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტები მოლაპარაკებას დაიწყებენ, მაგრამ ეს ჯერ არარეალურია
ანგელა მერკელი - მივესალმები, თუ აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტები მოლაპარაკებას დაიწყებენ, მაგრამ ეს ჯერ არარეალურია

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან. თუმცა, კანცლერი აცხადებს, რომ ორივე ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, პესიმისტურად არის განწყობილი. მერკელის შეფასებით, არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნის.

„მივესალმები, თუ აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტები მოლაპარაკების პროცესს დაიწყებენ, მაგრამ ვფიქრობ, ჯერ არ გამოვა სანქციების მოხსნა, შემდეგ კი მოლაპარაკების პროცესის დაწყება. ეს არ არის რეალური“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი აცხადებს, რომ მზად არის, 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებაში მცირედი ცვლილებები შეიტანოს, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნის.