ანგელა მერკელი - კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებას გაგებით უნდა მოვეკიდოთ
ანგელა მერკელი - კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებას გაგებით უნდა მოვეკიდოთ

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, მოსახლეობა კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებას გაგებით უნდა მოეკიდოს. მისივე განცხადებით, სოციალური ცხოვრების შეზღუდვა დემოკრატიული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა, თუმცა „მთავრობა რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილების გადავსებას ვერ დაელოდება“. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა მიუნხენში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.

„ინფექცია ისე სწრაფად აღარ ვრცელდება, მაგრამ რიცხვები ჯერ კიდევ საგანგაშოა. ამიტომ, აუცილებელია კონტაქტების შეზღუდვა“, – განაცხადა მერკელმა.

მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ისიც, რომ კორონავირუსის რისკის ჯგუფში არა მხოლოდ მოხუცები, არამედ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებიც შედიან.

გერმანიის მთავრობამ კარანტინის წესების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება 25 ნოემბრამდე გადადეს.