ანგელა მერკელი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩვენი შეუცვლელი პარტნიორია, მის საქმიანობას მხარს ვუჭერთ
German Chancellor Angela Merkel gives a joint press conference with the Danish Prime Minister on April 12, 2018 at the Chancellery in Berlin. / AFP PHOTO / MICHELE TANTUSSI
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩვენი შეუცვლელი პარტნიორია და მის საქმიანობას მხარს ვუჭერთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში განაცხადა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამ განცხადებით ანგელა მერკელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს გაემიჯნა, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არაეფექტიან რეაგირებაში სდებს ბრალს.
კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ „კოვიდ-19“-ის გავრცელების დასაწყისშია, თუმცა გერმანიამ მიღებული უსაფრთხოების ზომებით დრო მოიგო და ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო გააძლიერა.