ანგელა მერკელი - გთხოვთ, ვისაც აცრა ამ დრომდე არ გაქვთ გაკეთებული, გადახედეთ თქვენს გადაწყვეტილებას
ანგელა მერკელი - გთხოვთ, ვისაც აცრა ამ დრომდე არ გაქვთ გაკეთებული, გადახედეთ თქვენს გადაწყვეტილებას

გთხოვთ, გადახედეთ თქვენს გადაწყვეტილებას, – ასე მიმართავს გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი ანგელა მერკელი იმ ადამიანებს, რომელთაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე არ აქვთ გაკეთებული.

„წინ მძიმე კვირები გვაქვს და როგორც ხედავთ, ამ საკითხზე ძალიან ვწუხვარ. დაუყონებლივ მოვუწოდებ ყველას, ვისაც აცრა ამ დრომდე არ აქვს გაკეთებული, გთხოვთ, გადახედეთ თქვენს გადაწყვეტილებას“ – აცხადებს მერკელი.

უცხოური მედიის ცნობით, გერმანიაში ბოლო რამდენიმე დღეა, ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. უახლოეს დღეებში გერმანიის ფედერალური მთავრობა შეიკრიბება და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.