ანგელა მერკელი - გერმანია მხარს უჭერს ირანთან ბირთვულ საკითხზე მიღწეულ ერთობლივ სამოქმედო გეგმას
ანგელა მერკელი - გერმანია მხარს უჭერს ირანთან ბირთვულ საკითხზე მიღწეულ ერთობლივ სამოქმედო გეგმას

გერმანია მხარს უჭერს ირანთან ბირთვულ საკითხზე მიღწეულ ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პეკინში ვიზიტისას განაცხადა.

კანცლერმა აღნიშნა, რომ ამერიკული სანქციების გამო, მრავალ ევროპულ კომპანიას მოუწევს ირანული ბაზრის დატოვება.

მერკელის თქმით, ირანის ბირთვული შეთანხმება იდეალური არ არის, თუმცა მასთან შედარებით სხვა შესაძლო ვარიანტები, კიდევ უფრო მეტად არასტაბილური იყო.

აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ თვის დასაწყისში განაცხადა. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, განახლდება ის ეკონომიკური სანქციები, რომელიც 2015 წელს ბირთვული შეთანხმების გაფორმებამდე მოქმედებდა.