ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ვლადიმირ პუტინს მოუწოდებენ, ბელარუსში არსებულ სიტუაციაში არ ჩაერიოს
ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ვლადიმირ პუტინს მოუწოდებენ, ბელარუსში არსებულ სიტუაციაში არ ჩაერიოს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდებენ, ბელარუსში არსებულ სიტუაციაში არ ჩაერიოს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, ეს თხოვნა პუტინს სატალეფონო საუბრისას გადასცეს. მისივე თქმით, პუტინმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ბელარუსში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შუამავლის როლი შესაძლოა, ეუთო-მ შეასრულოს.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ბერლინსა და პარიზს მოსკოვსა და მინსკთან დიალოგი სურთ.

ემანუელ მაკრონმა ანგელა მერკელს დღეს თავის რეზიდენციაში უმასპინძლა.

ბელარუსში არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. აშშ-მა და ევროკავშირმა კენჭისყრის შედეგები არ აღიარეს.

დატოვე კომენტარი