ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი უკრაინის ხელისუფლებასა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლას მიესალმებიან
ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი უკრაინის ხელისუფლებასა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლას მიესალმებიან

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ხელისუფლებასა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლას მიესალმებიან.

ლიდერების თქმით, ეს ნაბიჯი არის ჰუმანური ჟესტი, რომელსაც დიდი ხანია, ელოდებოდნენ. ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის თქმით, ტყვეების გაცვლას უნდა მოჰყვეს ცეცხლის სრული შეწყვეტა, რაც მინსკის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.

გაცვლის პროცესი დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკელ სეპარატისტებს უკრაინის ხელისუფლებამ 60 ადამიანი გადასცა, სანაცვლოდ კი 52 ადამიანი მიიღო. რაც შეეხება ლუგანსკს, სეპარატისტებმა აღნიშნული რეგიონიდან 25 ადამიანი გაათავისუფლეს, ოფიციალურმა კიევმა კი მათ 63 ადამიანი გადასცა.

ტყვეების გაცვლის პროცესს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ეუთო აკვირდებოდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში დონბასში ტყვეების გაცვლა პირველად მოხდა.