ანგელა მერკელი აცხადებს, რომ მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელება საჭიროა
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელება საჭიროა

ბერლინის ტიერგარტენის პარკში მომხდარი მკვლელობა სერიოზული ინციდენტია, რომლის შესახებაც სასამართლოში მიმდინარეობს მსჯელობა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჰიბრიდული ომი და დესტაბილიზაციის მეთოდები რუსეთის ქცევის ტიპური მაგალითია, – აცხადებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

მერკელმა ეს განცხადება საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას გააკეთა. ინტერვიუს დროს ანგელა მერკელს რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე ჰკითხეს, რაზეც კანცლერმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ახსენა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელება საჭიროა.

„თუმცა, მეორე მხრივ, სირიისა და ლიბიის მსგავს ქვეყნებში, ასევე ევროპის სამეზობლოში რუსეთის სტრატეგიული გავლენა დიდია. ამიტომ, მე ვეცდები, გავაგრძელო რუსეთთან თანამშრომლობა“, – განაცხადა ანგელა კანცლერმა.

დატოვე კომენტარი