ანგელა მერკელი - ავღანეთში სიტუაციის განვითარება არის მწარე, დრამატული და შემზარავი
ანგელა მერკელი - ავღანეთში სიტუაციის განვითარება არის მწარე, დრამატული და შემზარავი

ავღანეთში სიტუაციის განვითარება არის მწარე, დრამატული და შემზარავი, უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, აგრეთვე დასავლეთისთვისაც. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ავღანეთიდან უცხოური ჯარების გაყვანის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ, რომ თალიბებმა წარმოუდგენელი სისწრაფით დაიკავეს პროვინციები, ქალაქები და აიღეს კონტროლი მთელს ქვეყანაზე. ეს არის უკიდურესად მწვავე განვითარება გერმანიისა და სხვა მოკავშირეებისთვისაც, რომლებიც 20 წელი იბრძოდნენ ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა მერკელმა.

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.