ანგელა მერკელი აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებელი კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება
ანგელა მერკელი აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებელი კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებელი კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ხმების უმრავლესობით გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.

გაზსადენს რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომი“ ფლობს, თუმცა პროექტის ნახევარი ხუთი ევროპული კომპანიის მიერ არის დაფინანსებული. 1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირი გერმანიაში უნდა ჩაიტანოს. პროექტს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან და ამტკიცებენ, რომ პროექტის განხორციელება რუსეთის ენერგიაზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.