ანგელა მერკელი - ამერიკელმა ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა, ველოდები პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად მუშაობას
ანგელა მერკელი - ამერიკელმა ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა, ველოდები პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად მუშაობას

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ! ამერიკელმა ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა. ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი იქნება. მას გულწრფელად ვუსურვებ იღბალსა და წარმატებას. მინდა, ასევე მივულოცო კამალა ჰარისს, პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტს თქვენი ქვეყნის ისტორიაში.

ველოდები პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად მუშაობას, ჩვენი ტრანსატლანტიკური მეგობრობა აუცილებელია, თუ ჩვენი დროის მთავარ გამოწვევებთან გამკლავება გვსურს“, – აცხადებს მერკელი.