ანგელა მერკელი ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლას მკვლელობის მცდელობად აფასებს და რუსეთისგან განმარტებებს მოითხოვს
ანგელა მერკელი ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლას მკვლელობის მცდელობად აფასებს და რუსეთისგან განმარტებებს მოითხოვს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ალექსეი ნავალნის ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამვლას მკვლელობის მცდელობად აფასებს და რუსეთისგან განმარტებებს მოითხოვს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მისი თქმით, ტოქსიკოლოგიური ანალიზის „შოკისმომგვრელი ინფორმაცია“ „ეჭვგარეშე“ აჩვენებს, რომ ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლა იყო „ნერვული აგენტით მკვლელობის მცდელობა“.

კანცლერის თქმით, ნავალნი არის „დანაშაულის მსხვერპლი, რომლის მიზანიც მისი გაჩუმება“ იყო. როგორც ანგელა მერკელი აღნიშნავს, ფაქტი „წარმოშობს სერიოზულ კითხვებს, რომელზე პასუხიც მხოლოდ რუსეთის მთავრობას აქვს და მსოფლიო ამ პასუხს ელოდება.