ანგელა მერკელი აცხადებს, რომ „ნორმანდიული ფორმატის“ მუშაობაში სტაგნაციაა და მისთვის მეტი სიცოცხლის მიცემაა აუცილებელი
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ „ნორმანდიული ფორმატის“ მუშაობაში სტაგნაციაა და მისთვის მეტი სიცოცხლის მიცემაა აუცილებელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ „ნორმანდიული ფორმატის“ მუშაობაში არის გარკვეული სტაგნაცია და აუცილებელია მისთვის მეტი სიცოცხლის მიცემა.

ამის შესახებ ანგელა მერკელმა მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვისაუბრეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე. „ნორმანდიული ფორმატი“ – ეს ერთადერთი პოლიტიკური ფორმატია, რომელსაც საკამათო საკითხების განსახილველად ვიყენებთ. ამ დროისთვის გარკვეული სტაგნაციაა. სამწუხაროდ, უკრაინელი სამხედროები იღუპებიან და ამ ფორმატის განახლებისა და მეტი სიცოცხლის მიცემის მომხრე ვარ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.