ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ლიბიის საკითხთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები ბერლინში გაიმართება

00:39, 12.01.2020

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ლიბიის საკითხთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები ბერლინში ჩატარდება.

„იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთისა და თურქეთის მცდელობა წარმატებამდე მიგვიყვანს. ჩვენ უახლოეს მომავალში ბერლინში კონფერენციას ჩავატარებთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მერკელის განცხადებით, მოლაპარაკებებს გაერო-ს წარმომადგენლები გაუძღვებიან.

მსგავსი